თავში

,,დამოუკიდებელი დეპუტატების" ბოიკოტი პრეზიდენტს

,,დამოუკიდებელი დეპუტატების" ბოიკოტი პრეზიდენტს
,,დამოუკიდებელი დეპუტატების ბოიკოტი პრეზიდენტს

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები"-ს წევრები, პარლამენტში, პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს არ დაესწრებიან. მათი განცხადებით, ისინი პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში იქნებიან.

,,უკიდურესად ფორმალიზებულია ეს გამოსვლა, მოკლებულია პოლიტიკურ შინაარს. საზოგადოებაში დაგროვილია ბევრი კითხვა, განსაკუთრებით სკანდალურ შეწყალებებთან დაკავშირებით. ჩვენ არ შევქმნით იმ შთაბეჭდილებას, რომ ყველაფერი კარგადაა. ჩვენგან სიტყვით უნდა გამოსულიყო მხოლოდ ერთი წარმომადგენელი, ჩვენი გამოსვლა ამ შემთხვევაში იქნებოდა ფორმალური. მე მათ მოვუწოდებ, რომ კითხვებს გასცეს პრეზიდენტმა პასუხი", - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური მოხსენებით წარდგება. 

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს კითხვებს არ დაუსვამს.

"ევროპული საქართველო" კი ბოიკოტის ნიშნად, პრეზიდენტის ანგარიშს არ მოუსმენს.

შეგახსენებთ, ეს, საკანონმდებლო ორგანოს წინაშე, პრეზიდენტის რანგში, სალომე ზურაბიშვილის მეორე წლიური ანგარიში იქნება, მან პარლამენტს პირველი ანგარიში 2019 წლის 6 მარტს წარუდგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system