თავში

ტერმინები "იზოლაცია" და "საკარანტინო ღონისძიება" კანონით განისაზღვრება

ტერმინები "იზოლაცია" და "საკარანტინო ღონისძიება" კანონით განისაზღვრება
ტერმინები იზოლაცია და საკარანტინო ღონისძიება კანონით განისაზღვრება

ტერმინები - „იზოლაცია“ და „საკარანტინო ღონისძიებები“ კანონმდებლობის დონეზე განისაზღვრება. ცვლილება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შედის.  კანონპროექტში აღნიშნულია, რომ „იზოლაცია“ ნიშნავს – ავადმყოფის, ინფიცირებული ან შესაძლო ინფიცირებული პირის განცალკევებას სხვა ადამიანებისგან დაავადების გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში, ისეთ ადგილას ან ისეთ პირობებში, რომელიც შეზღუდავს ან გამორიცხავს მისგან ამ დაავადების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით სხვა ადამიანზე გადადებას.

„საკარანტინო ღონისძიებებთან“ მიმართებით კი განმარტებულია, რომ ეს არის ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში, აგრეთვე ღონისძიებები, რომელიც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის, შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას, ასევე ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად.

ამასთან, კანონპროექტით ზუსტდება, რომ იზოლაციის ან კარანტინის წესით შეიძლება განისაზღვროს სხვადასხვა საკარანტინო ღონისძიებებიც, რომლებიც, ამ შემთხვევაში, ამ წესის შემადგენელი ნაწილია.

ინიციატორები ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ დ აღნიშნავენ, რომ ამოქმედების დრო დაკავშირებულია არსებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმების დროსთან.

„იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, კორონავირუსის მასობრივ გავრცელებასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, პროცესები უმართავი არ გახდეს და საქართველოს მთავრობასა და სხვა შესაბამის უწყებებს კვლავ ჰქონდეთ შესაძლებლობა, საჭირო ღონისძიებები სათანადოდ განახორციელონ, აუცილებელია, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი ნორმები დროულად იქნეს მიღებული და ამოქმედებული“, – ნათქვამია კანონპროექტში. 

ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე არიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system