თავში

ტიკარაძე: იტალიიდან ფრენების შეწყვეტის რეკომენდაციას არ ვიძლევით

ტიკარაძე: იტალიიდან ფრენების შეწყვეტის რეკომენდაციას არ ვიძლევით
ტიკარაძე: იტალიიდან ფრენების შეწყვეტის რეკომენდაციას არ ვიძლევით

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იტალიიდან ფრენების შეწყვეტა, ამ ეტაპზე, არ იგეგმება. მინისტრის თქმით, ქვეყანა სიტუაციას სათანადოდ აკონტროლებს. 

როგორც ტიკარაძემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევას საქართველოს ჯანდაცვის სისტემა თავს საკმაოდ კარგად ართმევს. 

"რაც შეეხება ფრენებს, ჯანდაცვის სამინსიტრო, ჯერჯერობით, არ იძლევა რეკომენდაციას ფრენების შეჩერებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ ღრმად ვართ დარწმუენბული, რომ შეგვიძლია სიტუაციის კონტროლი. ყველა ის შემთხვევა, რომელიც გამოვლინდა, ჩვენი აქტიური მუშაობით შედეგია. ამ მუშაობის გამო მადლობას ვუხდი ყველა იმ პირს, რომლებიც მუშაობენ საზღვარზე - ესენი არიან მესაზღვრეები თუ ჩვენი პერსონალი, რომელბიც ადგილზე გვყავს მივლენილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ჯანდაცვის სფეროსთვის, რასაც საართველოს ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ კარგად ართმევს თავს".

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ მეოთხე პაციენტს, მინისტრის განცხადებით, მასთან კონტაქტში მყოფი პირების მოძიება დასრულებულია. იდენტიფიცირებულია 25 პირი, რომლებსაც დეტალურად გამოიკვლევენ. 

"რა თქმა უნდა, დეტალურად გამოკვლეული იქნებიან ეს ადამიანები და ამთი ანალიზებიც გახდება საჯარო. ეს პაციენტი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში და შემდგომში მასთან კომუნიკაციის გამო გადაწყდა მისი სტაციონარიზაცია და დამატებითი კვლევების ჩატარება. ეს ადამიანი არ ყოფილა სამსახურში და იყო თვითიზოლაციაში, შესაბამისად, მდგომარეობა ამით გაცილებით უკეთესია" - განაცხადა მინისტრმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტურდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში იტალიიდან შემოვიდა.

ირველად ვირუსი საქართველოსმოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა.

მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა.

მესამე ინფიცირებული მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

გუშინ, კი, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა.

სართო ჯამში, დაკვირვების ქვეშ 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

საკარანტინო დაწესებულებაში რჩება 162 ადამიანია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system