თავში

თინა ბოკუჩავა: ისინი იძულებულნი გახდებიან გადმოსხდნენ ძვირადღირებული მანქანებიდან

თინა ბოკუჩავა: ისინი იძულებულნი გახდებიან გული მანქანებიდან
თინა ბოკუჩავა: ისინი იძულებულნი გახდებიან გადმოსხდნენ ძვირადღირებული მანქანებიდან

"შეხვედრაზე ძირითადად განვიხილეთ სამშაბათის საპროტესტო ღონისძიება, რომელიც ჩატარდება საქართველოს პარლამენტის შენობასთან. აქცია მიზნად არ ისახავს ე.წ. დეპუტატების გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას საფეხმავლო ნაწილზე. ისინი იძულებული გახდებიან, ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ფონზე, გადმოსხდნენ საკუთარი ძვირად ღირებული მანქანებიდან, რადგან საავტომობილო გზაზე ვაპირებთ, გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი მშვიდობიანი გზით", - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულებისასა განაცხადა. 

მისი თქმით, 2 მარტის საპროტესტო ღონისძიება პარლამენტის შენობის მიმდებარედ გაიმართება, მოგვიანებით კი ასევე იქნება აქციები კანცელარიასთან და სასამართლოსთან. 

"ოპოზიცის მოთხოვნები უცვლელია - პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ განთავისუფლება და ვადამდელი არჩევნები, რომელიც ბუნებრივია სამართლიანსა და თავისუფალ გარემოში უნდა ჩატარდეს", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system