თავში

თინა ბოკუჩავა: ოპოზიციურ პარტიებთან აქტიურ რეჟიმში დაიწყო კონსულტაციები

ოპოზიციურ პარტიებთან აქტიურ რეჟიმში დაიწყო კონსულტაციები
თინა ბოკუჩავა: ოპოზიციურ პარტიებთან აქტიურ რეჟიმში დაიწყო კონსულტაციები

"ჩვენ მუდმივ კოორდინაციაში ვართ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. გუშინ ღამე აქტიურ რეჟიმში დაიწყო კონსულტაციები", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა. 

მისი თქმით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა არჩევნების გაყალბების პროცესი, რის გამოც ცესკო-ს მხრიდან შედეგების გამოცხადება გაჭიანურდა. 

განსაკუთრებით ეს ხდებოდა დიდ ქალაქებში, რადგან დიდ ქალაქებში ყველაზე დამაჯერებლად გაიმარჯვა ოპოზიციამ, ეს ხდებოდა ასევე ქუთაისში, სადაც გრიგოლ ვაშაძეს ჰქონდა მოპოვებული გამარჯვება და ახლა ცესკო ცდილობს, რომ ეს გამარჯვება წაართვას მას, მაგრამ არა მას და ერთიან „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ წაართვას ქართველ ხალხს. არჩევნები არის ყველაზე ძლიერი დემოკრატიული ინსტრუმენტი, რომელიც გააჩნია დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქეს, ამის წართმევას ცდილობს სწორედ ბიძინა ივანიშვილი. რა თქმა უნდა, ამის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ის ამომრჩეველს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.

"ახლა უმთავრესია, დავიცვათ ჩევნი არჩევანი", - ამბობს თინა ბოკუჩავა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system