თავში

თქვენ და თქვენს მოადგილეებს არ მოგასვენებთ - ზარქუა თურნავას

თქვენ და თქვენს მოადგილეებს არ მოგასვენებთ - ზარქუა თურნავას
თქვენ და თქვენს მოადგილეებს არ მოგასვენებთ - ზარქუა თურნავას

თქვენ და თქვენს მოადგილეებს არ მოგასვენებთ - კარგი გაგებით, ეს მინდა წინასწარ მომიტევოთ, - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნათია თურნავას. 

მისი თქმით, ავტოტრანსპორის ტექნიკური დათვალიერების პროგრამაში ხარვეზებია და საჭიროა ბიზნესმა ამ მიმართულებით არსებული ხარვეზები გამოასწოროს.  

"სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ავტოტრანსპორის ტექნიკური დათვალიერების პროგრამა უკეთესი შედეგის სურვილს ტოვებს. ახლაც ჩვენ რომ ავდგეთ და წავიდეთ, შეიძლება ვნახოთ რამდენიმე ადგილი, სადაც ე.წ. ტეხასმოტრს აძლევენ და მანქანა გამოდის ისევ არასასურველ მდგომარეობაში, აბინძურებს გარემოს. ამ მიმათულებით გვაქვს ხარვეზი, ძალიან დიდი ხარვეზი გვაქვს. ასევე, არსებობს კონკრეტული ჯგუფები, ვინც აქირავებს ამა თუ იმ მოწყობილებებს ერთი საათით იმ ავტოტრანსპორტისთვის, ვისაც ტექდათვალიერების გავლა სურს, ტექდათვალიერების გალის შემდეგ კი ეს მოქალაქეები ამ მოწყობილობებს პატრონს უბრუნებენ და ეს მანქანები კვლავ გაუმართავია, აბინძურებენ გარემოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მაგრამ, სამწუხაროდ, ეს კვლავ გამოწვევად რჩება. მე ვიქნები ერთ-ერთი ლობისტი, რომ ბიზნესმა თქვენთან მაქსიმალურად კონტაქტი დაამყაროს და თან ეფექტიანად. აქამდეც იყო, თუმცა, უფრო გავაძლიეროთ. კარგი გაგებით, არ მოგასვენებთ თქვენ და თქვენს მოადგილეებს, ეს მინდა წინასწარ მომიტევოთ", - განაცხადა ზარქუამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system