თავში

თქვენ რა იცით, რომ სუს-ის თანამშრომლებს არ კითხავენ? - გრიგოლ ლილუაშვილი

თქვენ რა იცით, რომ სუს-ის თანამშრომლებს არ კითხავენ? - გრიგოლ ლილუაშვილი
თქვენ რა იცით, რომ სუს-ის თანამშრომლებს არ კითხავენ? - გრიგოლ ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, სავარაუდო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და საქმის მსვლელობის პროცესში სუს-ის თანამშრომლებიც იკითხებიან.

მისი თქმით, გამოძიება სიმართლეს დაადგენს.

"ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ვივლით. მე რა შუაში ვარ?! - მე ჩემს თავს ვერ დავიბარებ. თქვენ რა იცით, რომ სუს-ის თანამშრომლები არ გადიან გამოკითხვას?! იკითხებიან. გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება თუ საჭიროდ ჩათვლის, განიკითხებიო ყველა, თუმცა არავინ დაიჩაგრება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ვინც თავიანთ საქმეს აკეთებს. გამოძიების შედეგად დადგინდება ის, რა პროვოკაციაც იგეგმებოდა. დადგინდება სიმართლე," - განაცხადა ლილუაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system