
ჟურნალისტი და "ქრონიკა +-ის" რედაქტორი ელისო კილაძე პარლამენტში შესვლის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ დღეიდან ოპოზიციის გულშემატკივრობას აღარ აპირებს.
"არჩევნები გაყალბდა !
ოპოზიციამ ხმები ვერ დაიცვა !
ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით დაიწყეს და ბიძინას კომფორტის ზონის დარღვევით დაასრულეს !
ცხრა წელი თავი მქონდა გადადებული (ოჯახიც), ამ ბრძოლაში ვიყავი მხოლოდ მეგობრებთან ერთად და მათ იმედად !
ჩემი ბრძოლა გრძელდება !
თქვენს ბრძოლას დასრულებულად ვთვლი !
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე თანაზომადად ხართ პასუხისმგებელი ქართულ ოცნებასთან ერთად !
დღეს დილიდან აღარ ვარ ოპოზიციის გულშემატკივარი-ისეთივე კრიტიკის ობიექტები იქნებით როგორც ქოცები !
ჩემთვის პოლიტიკა პრინციპებია და არა ერთი ადგილის თამაში !
გმადლობთ, ნახვამდის !" - წერს კილაძე.
ცნობისთვის, "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.