თავში

თქვენი წინაპრები ხეებზე ისხდნენ, როცა ბიბლია ითარგმნებოდა აქ - ნათელაშვილი

თქვენი წინაპრები ხეებზე ისხდნენ, როცა ბიბლია ითარგმნებოდა აქ
თქვენი წინაპრები ხეებზე ისხდნენ, როცა ბიბლია ითარგმნებოდა აქ - ნათელაშვილი

ევროკავშირს თუ უნდა ივანიშვილთან მოკავშირეობა, საქართველო უნდა, როგორც ტერიტორია, ასე ვერ გამოვა, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ ევროპელი პოლიტიკოსები გონს არ მოეგებიან, ქართველი ხალხი თავის სიტყვას იტყვის. 

"ევროპის პოლიტელიტა დროზე უნდა მოეგოს გონს. ის კალიურანდი რომაა, რუსი დეპუტატი ევროპარლამენტში, დღე და ღამე რომ მოკვდა ივანიშვილის მხარდამჭერი განცხადებების კეთებით, ის რუსი ქალბატონია, პრიბალტიკელი ქმარი ყავს და მის გვარზეა, შვიდგზის ჩემპიონია ბადმიტონში, საქართველო არ არის ბადმინტონი, ქალბატონო მარინა, ეს ფულები რომ მოდის იქ. ადრე მოსკოვში მიდოდა აქედან „სტავკები“, ახლა წავიდა ევროპისკენ და კიდევ სხვაგან. საქართველო არ არის ბადმინტონის მოედანი. თქვენი წინაპრები ხეებზე ისხდნენ, როცა ბიბლია ითარგმნებოდა აქ. ჩვენი ბედი არის ჩვენს ხელში, ნუ დავუშვებთ დაშვებულ შეცდომებს, რისი გამოსწორებაც შეიძლება გამოვასწოროთ", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system