თავში

თქვენივე გამოყოფილი ფულით და პრემიებით თქვენვე დაემხობით - უგულავა

თქვენივე გამოყოფილი ფულით და პრემიებით თქვენვე დაემხობით - უგულავა
თქვენივე გამოყოფილი ფულით და პრემიებით თქვენვე დაემხობით - უგულავა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტს მიმართა ხელფასის ჩარიცხვის თაობაზე. 

უგულავას თქმით, მაქსიმალურად ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი ამ ხელფასს გამოიყენებს ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში და ეს თანხა გადეცემა სამოქალაქო აქტივისტებს.

"რაც შეეხება მორიგ ბოდვას ხელფასებთან დაკავშირებით, დიახ, ჩემო ბატონო ძვირფასო ირაკლი, მაქსიმალურად ბევრი დეპუტატი ამ ხელფასს გამოიყენებს ივანიშილის რეჟიმთან ბრძოლაში, ეს იმას ნიშნვას, რომ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც დღეს აქტიურობენ მაგალითად პარლამენტთან, მაგალითად ბათუმში, რომ სანამ ქართული ოცნება გაწელავს უფლებამოსილების შეჩერების პროცესს, მით უფრო მეტი თანხა იქნება თქვენს მიერ გამოყოფილი თქვენივე რეჟიმთან საბრძოლველად. აწი არჩევანი ქართულმა ოცნებამ გააკეთოს, მალე დააკმაყოფილებს ამას, მალე დაჯდებით მოლაპარაკების მაგიდაზე, თუ თქვენივე გამოყოფილი ფულით და პრემიებით თქვენვე დაემხობით," - განაცხადა უგულავამ.

კობახიძის თქმით, ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანაზღაურება მოითხოვა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system