თავში

თქვენსა და ევროკავშირს შორის მანძილი შემცირდა - შარლ მიშელი

თქვენსა და ევროკავშირს შორის მანძილი შემცირდა - შარლ მიშელი
თქვენსა და ევროკავშირს შორის მანძილი შემცირდა - შარლ მიშელი

„თქვენს დამოუკიდებლობას ჯერ მხოლოდ ერთი თაობა ითვლის და ამ დროის განმავლობაში თქვენს საზოგადოებასა და ევროკავშირს შორის მანძილი მნიშვნელოვნად შემცირდა. ევროკავშირი თქვენი ყველაზე ერთგული პარტნიორია მეტი დემოკრატიის, მეტი სტაბილურობის, მეტი კეთილდღეობის და რაც ყველაზე მთავარია ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფის გზაზე“- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე საუბრისას განაცხადა.

„დემოკრატიული მმართველობა არის იმის გასაღები, რომ ლიბერალური დემოკრატია სამართლის უზენაესობის, მართლმსაჯულების, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვან აქცენტად იქცეს. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური აუცილებლობა, ეს არის აუცილებელი ფაქტორი იმ შესაძლებლობების გამოსაყენებლად, რასაც იძლევა ეს ინსტრუმენტი. ეს შეხვედრა - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ლიდერების არის იმის შესაძლებლობა, რომ აქცენტი გაკეთდეს ასოცირების პარტნიორების ტრიოს ინიციატივაზე, იმისათვის, რომ გაძლიერდეს კოორდინაცია ასოცირების პარტნიორებს შორის ბრიუსელთან. ეს კიდევ უფრო მეტად მოგვცემს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობას, უფრო ფართო დღის წესრიგზე, რაც მომავლისთვის გვაქვს დასახული. ასევე, ხაზს ვუსვამ რამდენად მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა ასოცირების პარტნიორებს შორის. და კიდევ ერთი შემოთავაზება - მოდით, დავნერგოთ სასამართლო რეფორმის კონკურენტური სამიზნე ორიენტირი და ვნახოთ როგორი მხარდაჭერა შეიძლება იქნეს მობილიზებული ამ კავშირების გასამყარებლად ევროკავშირთან. მიმაჩნია, რომ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ის ლოკომოტივი, რომლის ტრანსფორმაცია შეუწყობს ხელს კეთილდღეობას და ეკონომიკურ ზრდას, ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი გახსნილობის, საერთო ძალისხმევისა და თანამშრომლობისთვის“ , - განაცხადა მიშელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system