თავში

მათიკაშვილი: ,,ნაციონალურ მოძრაობას" ნულოვანი ტოლერანტობა აქვს ზრდილობასთან

მათიკაშვილი: ,,ნაციონალურ მოძრაობას" ნულოვანი ტოლერანტობა აქვს ზრდილობასთან
მათიკაშვილი: ,,ნაციონალურ მოძრაობას ნულოვანი ტოლერანტობა აქვს ზრდილობასთან

,,ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ნულოვანი ტოლერანტობა ზრდილობასთან, ზნეობასთან მიმართებაში, რაც ძალიან კარგად დაინახა სრულიად საქართველომ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დავით მათიკაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ.

,,ნულოვან ზღვარზე რომაა ნაციონალური მოძრაობა დასული, უკვე კარგად ჩანს და თუნდაც დღევანდელი დღეა ამის დასტური. ხელისუფლებაში ყოფნისას მათ ჰქონდათ ე. წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა დანაშაულთან მიმართებაში და ესეც ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, რადგან ყველაზე დიდი დამნაშავეები თვითონ იყვნენ. დღეს მათ ეს რესურსი არ გააჩნიათ, რადგან ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა უკვე რამდენჯერმე. ამიტომ მათ აქვთ ნულოვანი ტოლერანტობა ზრდილობასთან, ზნეობასთან მიმართებაში, რაც ძალიან კარგად დაინახა სრულიად საქართველომ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილის განცხადებით, კომიტეტის სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მხრიდან განხორციელებულმა ქმედებამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, რა ძალასთან ჰქონდა საქმე 2003-2012 წლებში.

„ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის პირობებში ძალიან მარტივი იყო ნებისმიერი ბრალდების შეთხზვა, ნებისმიერი პირის დამნაშავედ გამოცხადება, რადგან ამისთვის მხოლოდ ერთი კაცის ბრძანება იყო საჭირო“, -აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით მივიდნენ. ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა ამ ფორმით შოთაძის გენერალურ პროკურორად არჩევას აპროტესტებდენ. მათ ირაკლი შოთაძეს ბიძინა ივანიშვილის მონა უწოდეს.

ამ წუთებში დეპუტატები შოთაძეს უსმენენ.

შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობისთვის ირაკლი შოთაძის კანდიდატურა 7 თებერვალს შეარჩია, რის შემდეგაც პარლამენტს წარუდგინა. შოთაძეს თანამდებობაზე ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

შესაძლოა, პარლამენტში წარდგენილ კანდიდატს პლენარულ სხდომაზე კენჭი კვირის ბოლომდე ეყაროს.

მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს პარლამენტი გენერალურ პროკურორს ექვსი წლის ვადით ირჩევ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system