თავში

თორნიკე რიჟვაძე მოშიმშილეების აქციას გამოეხმაურა

თორნიკე რიჟვაძე მოშიმშილეების აქციას გამოეხმაურა
თორნიკე რიჟვაძე მოშიმშილეების აქციას გამოეხმაურა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მოშიმშილეთა აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, რეგიონის მთავრობა პრობლემის გადასაჭრელად ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობს. 

"200-ზე მეტ მოქალაქეს შევხვდით. 958 განაცხადი ერთიან რეესტრში გვაქვს მოქცეული. საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს მივმართეთ, იმ მანდატის ფარგლებში, რაც აჭარის მთავრობას აქვს. იცით, რომ ეს იმდენად სისტემური პრობლემაა, ერთ და ორ დღეში ვერ წყდება, მაგრამ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ სადაც ეს საქმეები უნდა გადაწყდეს, მაქსიმალურად იყოს ჩვენი ჩართულობა",- განაცხადა რიჟვაძემ.

აჭარის ა/რ-ის მთავრობის სახლთან სხვადასხვა სფეროში დასაქმებული 7 ადამიანი შიმშილობს. ისინი პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system