თავში

ტყუილად მოგიკლავთ თავი, რა გაგიკეთოთ, რა გიშველოთ? - გრიგოლია

ტყუილად მოგიკლავთ თავი, რა გაგიკეთოთ, რა გიშველოთ? - გრიგოლია
ტყუილად მოგიკლავთ თავი, რა გაგიკეთოთ, რა გიშველოთ? - გრიგოლია

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია "ქართული ოცნების" საარჩევნო სიას ეხმაურება: 

"უი, მართლა რა ტყუილად მოუკლავთ თავი იმ ექსპერტებს, ,,რეაქციაში,, რომ დადიოდნენ დიდი იმედით და რიხით , რომ ,,ოცნების,, საპარლამენტო სიაში მოხვდებოდნენ და სწორედ ამ იმედით რომ დაემორჩილნენ მერე დედა პარტიის ბოიკოტს ტვ ,,პირველის,, მიმართ ...არც ერთი არ ჩაუსვამთ სიაში. თქვენ მოგიკვდით მე. რა გაგიკეთოთ? რა გიშველოთ? p.s-გევლოთ ჩვენთან, არ გამოგეცხადებინათ ბოიკოტი ბოლო წამამდე და მოხვდებოდით სიაში, მიავიწყდით ბიძინას, რაც აღარ ჩანდით" - წერს გრიგოლია. 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system