თავში

ივანიშვილს მეორედ მოსვლების ტრადიცია აქვს - უდუმაშვილი

ივანიშვილს მეორედ მოსვლების ტრადიცია აქვს - უდუმაშვილი
ივანიშვილს მეორედ მოსვლების ტრადიცია აქვს - უდუმაშვილი

,,მეორედ მოსვლების ტრადიცია აქვს ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში. ჯერ თავის თავზე გაიარა ეს ყველაფერი, ახლა ღარიბაშვილის მეორედ მოსვლაა მთავრობაში, ამით არაფერი იცვლება", - ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება მათთვის  მიუღებელია. 

,,კარგად გვახსოვს მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდი, რა გააკეთა? არც არაფერი. პრემიერის კანდიდატებზე კი არ უნდა ფიქრობდეს ვინ იქნება, უნდა ფიქრობდეს ახალ არჩევნებზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანა შეიცვალოს და დავუბრუნდეთ განვითარების გზას, რომელიც ამ ქვეყანას წინ წაიყვანს,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

დღესვე, ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრის კანდიდატად მმართველმა გუნდმა ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system