თავში

პარლამენტში გაურკვეველი სითხე დაღვარეს, რის გამოც შესვენება გამოცხადდა

პარლამენტში გაურკვეველი სითხე დაღვარეს, რის გამოც შესვენება გამოცხადდა
პარლამენტში გაურკვეველი სითხე დაღვარეს, რის გამოც შესვენება გამოცხადდა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზში გარკვეული ნივთიერება შეიტანა. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კი დეპუტატებს უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სხდომათა დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.

„ორი დეპუტატი შემოვიდა სხდომათა დარბაზში, ოპოზიციის წარმომადგენელი და გარკვეული ნივთიერება შემოიტანა, დაასხა აქ. ხვდებით, მიზანი რა არის. აქედანვე შეგვიძლია დავპირდეთ, რომ ამას მოყვება უმკაცრესი რეაგირება, ალბათ სასურველია რომ ხუთწუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ, თუმცა მას დეპუტატების ვინაობა არ დაუსახელებია.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system