თავში

წაგებაც უნდა მიიღოთ მეგობრებო - კალაძე

წაგებაც უნდა მიიღოთ მეგობრებო - კალაძე
წაგებაც უნდა მიიღოთ მეგობრებო - კალაძე

ხვალიდან უნდა შევუდგეთ საქმის კეთებას - არ დაუჯეროთ სიცრუეს, რასაც კონკრეტული მედიასაშუალებები ავრცელებენ. ჯერ შეხედეთ, რა სახეებით დგანან, წაგებაც უნდა მიიღოთ მეგობრებო. გამარჯვებაც და წაგების ფასიც უნდა იცოდეთ, - თქვა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ფეისბუქ-ლაივისას.

დედაქალაქის მერმა მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ ძალიან მიხარია, ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ მეორედ მომანიჭეთ უფლებამოსილება ეს ქალაქი ვმართო. ყველაფერს გავაკეთებ ჩემ გუნდთან და თანამშრომლებთან ერთად, რომ ის პროექტები, რაზეც ვსაუბრობდით კამპანიის დროს რეალურად ვაქციოთ. განსაკუთრებული მადლობა თითოეულ ჩემს მხარდამჭერს. ძალიან ვაფასებ ამ ყველაფერს. ხვალიდან უნდა შევუდგეთ საქმის კეთებას, იმ პროექტების განხორციელებას, რომელზეც ვსაუბრობდი და დედაქალაქს სჭირდება. გამარჯვება ჩვენს მხარეს არის, ეს არის ღირსეული გამარჯვება, დამაჯერებელი. თბილისმა და თბილისელებმა თავისი სიტყვა თქვეს.

არ დაუჯეროთ სიცრუეს, რასაც კონკრეტული მედიასაშუალებები ავრცელებენ. ჯერ შეხედეთ, რა სახეებით დგანან, წაგებაც უნდა მიიღოთ, მეგობრებო, გამარჯვებაც და წაგების ფასიც უნდა იცოდეთ. უნდა აღიაროთ, მოგიწევთ აღიარება. ეს თბილისის არჩევანია, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს  კახა კალაძეს და ამ ქალაქის აღმშენებლობას, სიმშვიდეს და სტაბილურობას“,-  თქვა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system