თავში

ცაგერში გახარიას პარტიის კანდიდატს მხარს დავუჭერთ - ხაზარაძე

ცაგერში გახარიას პარტიის კანდიდატს მხარს დავუჭერთ - ხაზარაძე
ცაგერში გახარიას პარტიის კანდიდატს მხარს დავუჭერთ - ხაზარაძე

პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მიუხედავად გიორგი გახარიას მიმართ მისი დამოკიდებულებისა, ცაგერში მისი პარტიის მერობის კანდიდატს, ბესარიონ ბენდელიანს "ლელო" მხარს დაუჭერს.

"ჩემი გადასახედიდან, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმაზე მაღლა დგომას, ვიდრე წყენაა. ადრე თუ გვიან ყველაფერი ნათელი უნდა გახდეს, მე ვენდეტას კი არ ვითხოვ, მე ვითხოვ, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რეალურად რა მოხდა. იმიტომ, რომ მე ხვალინდელ დღეზე მინდა ორიენტაცია გავაკეთო და ეს ქვეყანა ჭაობიდან ამოვიყვანო.

ამ განცხადების უკან კონსულტაციები არ იდგა, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ვლაპარაკობ. ჩვენ გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატს ცაგერში დავუჭერთ მხარს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ერთპარტიული მმართველობა დამთავრდეს საქართველოში. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, "ქართულ ოცნებას" გამოვართვათ მიტაცებული ხელისუფლება, რომელსაც იყენებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ". - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ "ფორმულას" ეთერში.

ცნობისთვის, ცაგერის მერობისთვის არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატ გიორგი ნემსაძეს, პარტია "საქართველოსთვის" კანდიდატი ბესარიონ ბენდელიანი უპირისპირდება. 

ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ ტურში, მმართველი პარტიის კანდიდატმა ხმების 49.34% მიიღო, გახარიას პარტიის კანდიდატმა კი, 35%.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system