თავში

წარმატებული სახელმწიფო - ეს არის სახელწიფო, რომელმაც უნდა დაგვიცვას - გიორგი გახარია

წარმატებული სახელმწიფო - ეს არის სახელწიფო, რომელმაც უნდა
წარმატებული სახელმწიფო - ეს არის სახელწიფო, რომელმაც უნდა დაგვიცვას - გიორგი გახარია

თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ თანამოქალაქეებს მიმართა და უთხრა, რომ პოლიტიკა მათი პასუხისმგებლობიდან იწყება და შემდეგ გადის საზოგადო მასშტაბზე. გახარიამ თქვა, რომ წარმატებული სახელმწიფო იცავს მოქალაქეებს, მათ უფლებებს, კულტურას, წარსულს და ყოველდღიურ ცხოვრებას. 

"პოლიტიკა იწყება იქიდან, როდესაც შენ მზად ხარ პასუხისმგებლობა აიღო შენს ეზოზე და წესრიგზე შენს ეზოში, შემდგომ - შენს უბანში, შემდგომ - შენს ქალაქში და საბოლოო ჯამში შენს ქვეყანაში. და ჩვენ თუ დღეს არ დავკავდებით ამით, ხვალ პოლიტიკა დაკავდება ჩვენით და ჩვენ ეს აღარ მოგვეწონება. მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მივმართო - ჩვენს გასაკეთებელს არავინ არ გააკეთებს. ჩვენ ყველამ ერთად, თავისუფალი არჩევანით უნდა დავიწყოთ ცვლილებები ამ ქვეყანაში. და რასაც არ უნდა ამბობდნენ დღევანდელი ხელისუფალნი, გულის სიღრმეში მერწმუნეთ, რომ ყველაზე უფრო მათ იციან, რომ ცვლილებების დრო მოვიდა",- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system