თავში

"წარმოგიდგენიათ, როგორი ანეკდოტია?" - პრემიერი

"​წარმოგიდგენიათ, როგორი ანეკდოტია?" - პრემიერი
წარმოგიდგენიათ, როგორი ანეკდოტია? - პრემიერი

ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ მოსახლეობას, "ნაციონალურ მოძრაობას" არავითარი დღის წესრიგი არ აქვს, ძალა, რომელიც გამოირჩეოდა მხოლოდ და მხოლოდ ცრუ დაპირებებით, ათასი სისასტიკით, დანაშაულებით და კრიმინალით, ცრუ დაპირებასაც კი ვეღარ ბედავს, რადგან იციან, რომ მათ სიტყვას არავითარი ფასი აღარ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი ამოცანა ქვეყანაში ქაოსისა და დესტაბილიზაციის შემოტანაა.

"წარმოიდგინეთ, როგორ აბსურდულ მდგომარეობაში არიან - წააგეს არჩევნები, მათი მთავარი ლიდერი არის ციხეში და დიდხანს იქნება ციხეში სააკაშვილი. ამის მიუხედავად, აცხადებენ, რომ მოიგეს არჩევნები. წარმოგიდგენიათ, საერთოდ როგორი ანეკდოტია? მთავარი კრიმინალი გვიზის ციხეში - ბატონი სააკაშვილი",  - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system