თავში

წარმოიდგინეთ, რა პოლიტიკურ ავადმყოფობასთან გვაქვს საქმე - ხატია დეკანოიძე

წარმოიდგინეთ, რა პოლიტიკურ ავადმყოფობასთან
წარმოიდგინეთ, რა პოლიტიკურ ავადმყოფობასთან გვაქვს საქმე - ხატია დეკანოიძე

ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ სუს-ის სავარაუდო ფარულ კრებსებში მისი საუბრებიცაა აღმოჩენილი. მან განაცხადა, რომ ქუთაისში პოლიტიკურ ცხოვრებას სუს-ი აკონტროლებს და მისი თანამშრომლები ადგილობრივ თვითმმართველობაზე დიდ გავლენას ფლობენ. 

"იმ საუბრებში, როგორც აღმოჩნდა, ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, არის ჩემი ჩანაწერიც, როდესაც ვესაუბრებოდი საელჩოს წარმომადგენლებს. წარმოიდგინეთ რა პოლიტიკურ ავადმყოფობასთან გვაქვს საქმე, რასაც ჰქვია ძალაუფლებით ტკბობა, რომ საელჩოს თანამშრომლებსაც კი უსმენენ. მე ვაპირებ, რომ ჩავრთო საგამოძიებო სამსახურები, რომ დაინტერესდნენ და გამოიძიონ, მაგრამ მე ნამდვილად არ მაქვს იმის იმედი, რომ ახლა მოხდება ეს ყველაფერი, თუმცა ობიექტური მართლმსაჯულების წინააღმდეგ ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი. 

ხალხმა იცის ძალიან კარგად, ვინ მართავს ქუთაისს და ეს არის სუს-ი. არავითარი თვითმმართველობა ქუთაისს არ ჰყავს, ეს არის სუსი, რომელიც ატარებს არჩევნებს, ატრიალებს და აბზრიალებს ქალაქის მერს, ქალაქის მერიას და საკრებულოს, ეს არის სუს-ი, რომელიც არის პარტიულ ორგანიზაციებში ამ ქალაქში და ეს არის სუს-ი რომელიც აი ამ ქალაქში მართავს ყველა ტენდერს და პირადად ქუთაისი ჩაბარებული აქვს ამ გესტაპოს უფროსს, ლილუაშვილს. მე ამ სქემას აუცილებლად დავუდებ ჩვენს მაყურებლებს და ჩვენს უცხოელ დამკვირვებლებსაც მივაწვდი აუცილებლად", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system