თავში

წავიდნენ ღია მკვლელობაზე, არავინ იცის რა მდგომარეობაშია - ეკა ხერხეულიძე

წავიდნენ ღია მკვლელობაზე, არავინ იცის რა მდგომარეობაშია - ეკა ხერხეულიძე
წავიდნენ ღია მკვლელობაზე, არავინ იცის რა მდგომარეობაშია - ეკა ხერხეულიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საბადრაგო სამასხურს რუსთავის ციხეში საკუთარი ნებით არ გაჰყვებოდა. მისივე თქმით, სააკაშვილი შიმშილობას ისევ დაიწყებს.

"ადამიანები, რომელბმაც ეს გადაწვეტილება მიიღეს, წავიდნენ ღია მკვლელობაზე. ის იყო უმძიმეს მდგომარეობაში და საჭიროებდა ექიმების დაუყონებლივ ჩარევას. უდიდესი რისკია, არავინ არ იცის ახლა რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი. მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ რომ ის არ არის საკუთარი ნებით წამოსული და რაც მთავარია, მას აქვს ნათქვამი, თუკი ასეთ ფაქტს ექნებოდა ადგილი, ის დაიწყებდა შიმშილობას, ოზიცია უცვლელია, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს სასწრაფო, დაუყოვნებლივ მკურნალობას... ახლა უკვე აღარ ვიცი რას საჭიროებს, მე არ ვიცი ახლა როგორაა... ძნელად წარმოდსადგენია ადამიანი იყოს იმაზე ცუდად, ვიდრე ის დავტოვე გორის ჰოსპიტალში, .

დაუყოვნებლივ უნდა შევიდეს ადამიანი, ვინც გამოიტანს ინფორმაციას და გვეტყვის, რომ ცოცხალია პირველ რიგში.

ველოდები სახალხო დამცველის წარმოამდგენელს რომელიც შევა და უშუალოდ ნახავს ჯანმრთელობის მდგომარეობას" - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გვაინ ღამით გადაიყვანეს

მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხის ეზოში სააკაშვილის ადვოკატებმა, ენმ-ის წევრებმა და აქტივისტებმა დაიწყეს შეკრება, ტერიტორიაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები შეიყვანეს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system