თავში

რატი იონათამიშვილი: ოპონენტები ცდილობენ 4 კონგრესმენის წერილი რეზოლუციასთან გააიგივონ

რატი იონათამიშვილი: ოპონენტები ცდილობენ 4 კონგრესმენის წერილი რეზოლუციასთან გააიგივონ
რატი იონათამიშვილი: ოპონენტები ცდილობენ 4 კონგრესმენის წერილი რეზოლუციასთან გააიგივონ

 ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილის შეფასებით, კრიტიკული წერილი, რომელიც კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გამოუგზავნეს, გარკვეულ უზუსტობებს შეიცავს.

,,ჩვენი ოპონენტები ცდილობენ რომ 4 კონგრესმენის წერილი გააიგივონ რეზოლუციასთან, რომელიც ორპარტიული იყო და ეს იყო რეალური მხარდაჭერა. აქ პოლიტიკურ უპასუხისმებლობასთან გვაქვს საქმე. ცხადია აქ არის კრიტიკა მაგრამ, შეიცავს გარკვეულ უზუსტობებს. თუმცა ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია იქნება ამომწურავი", - განუცხადა ჟურნალისტებს რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციამ ოთხი კონგრესმენის მიერ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილი კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა, რომლის ავტორებიც ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკაული არიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system