თავში

ცესკო-მ "გირჩის" საარჩევნო სიის წევრებს რეგისტრაცია გაუუქმა

ცესკო-მ "გირჩის" საარჩევნო სიის წევრებს რეგისტრაცია გაუუქმა
ცესკო-მ გირჩის საარჩევნო სიის წევრებს რეგისტრაცია გაუუქმა

„გირჩის“ საარჩევნო სიის წევრებს 8-დან 129 ნომრის ჩათვლით რეგისტრაცია გაუუქმდათ. შესაბამისი განკარგულება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დღეს გამოსცა.

თამარ ჟვანიამ განკარგულება „გირჩის“ თავმჯდომარის მიერ გუშინ, 22 აპრილს წარდგენილი განცხადების საფუძველზე გამოსცა.

„გაუუქმდეთ საარჩევნო რეგისტრაცია და მოხსნილ იქნან საარჩევნო სუბიექტის „გირჩის“ მიერ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის წარმოდგენილი პარტიული სიიდან საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატები, პარტიულ სიაში №8-დან №129-ის ჩათვლით, დანართის შესაბამისად.

მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე“, - აღნიშნულია განკარგულებაში.

შესაბამისად, „გირჩის“ საარჩევნო პარტიულ სიაში რჩებიან: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, სალომე მუჯირი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო, ლევან ჯგერენაია. ხოლო მას შემდეგ რაც პარტიული სიის მეოთხე ნომერი, სალომე მუჯირი უარს იტყვის პარლამენტის წევრობაზე და მანდატს დატოვებს, მის ადგილს საკანონმდებლო ორგანოში ალექსანდრე რაქვიაშვილი დაიკავებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system