თავში

ცესკო-ში "ქართული ოცნება" გავლენებს ინაწილებს - დროა

ცესკო-ში "ქართული ოცნება" გავლენებს ინაწილებს - დროა
ცესკო-ში ქართული ოცნება გავლენებს ინაწილებს - დროა

პოლიტიკური მოძრაობა დროა ცესკო-ში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმების წინ "ქართული ოცნება" გავლენებს ინაწილებს.

"ვიდრე შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებები ძალაში შევა, ცესკოში ძლიერდება კლანი, რომელიც რეალურად მართავს საარჩევნო პროცესებს და ორგანიზებას უწევს არჩევნების გაყალბებას.

კერძოდ, 14 მაისს ჩატარებული სხდომის შემდეგ, №9/2021 დადგენილების მიხედვით, არსებითად გაიზარდა ცესკოს მდივნის და რეალური მმართველის, გიორგი ჯავახიშვილის კლანის უფლებები. მის ოჯახთან დაახლოებული პირი, ეკა ცაბაშვილი, საარჩევნო პროცესების მართვის ანუ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დეპარტამენტის უფროსი გახდა. მის ხელში აღმოჩნდა, როგორც სიების ფორმირება, პარტიების, ბლოკებისა და კანდიდატების რეგისტრაცია, ისე საარჩევნო კომისიების მართვა", - ნათქვამია პოლიტიკური მოძრაობის განცხადებაში

მათივე თქმით ეკა ცაბაშვილი ფინანსურადაც დამოკიდებულია “ქართულ ოცნებაზე” - მისი მეუღლის ძმის კომპანია ტენდერებში 2019 წლიდან ჩნდება. 2019 წლის თებერვლიდან დღემდე, მოგებული აქვს 1 765 180 ლარის ღირებულების ტენდერი.

"გარდა ეკა ცაბაშვილისა, უფლებამოსილება გაეზარდა, გიორგი ჯავახიშვილის კლანის კიდევ ერთ წევრს, ადამიანური რესურსების მართვის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელს - გიორგი კალანდარიშვილს, რომელსაც შიდა აუდიტის განყოფილება დაექვემდებარა. ამით, ცესკოს კლანმა გააძლიერა სისტემაში მომუშავე ადამიანების კონტროლის მექანიზმი.

პოლიტიკური მოძრაობა “დროა” თვლის, რომ მიღებული ცვლილებებით “ქართულმა ოცნებამ” ცესკოში მყოფი გამყალბებელთა კლანი გააძლიერა. ცხადი გახდა, რომ თვითმმართველობის არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ რეფორმების დაამტკიცებამდე, მმართველი პარტია ცდილობს, ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია სწორედ მათთვის სანდო, გიორგი ჯავახიშვილის კადრებს დაუქვემდებაროს", - ნათქვამია "დროას" განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system