თავში

ცესკო-ში შემაჯამებელი სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს

​ცესკო-ში შემაჯამებელი სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს
ცესკო-ში შემაჯამებელი სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს

ცესკო-ში შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ბოლოჯერ განიხილავენ საჩივრებს. ოპოზიცია 30-ვე ოლქის შემაჯამებლე ოქმს ასაჩივრებს.

ცესკო-ს სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია იმართება. შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები იმყოფებიან. 

"დარწმუნებულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოაწერენ ხელს 31 ოქტომბრის გაყალბებულ არჩევნებს და ამას ვაპროტესტებთ. ჩვენ ვიცით, რომ საბოლოო, შემაჯამებელი ოქმი დაიდება, ისეთი, როგორიც სურს ბიძინა ივანიშვილს" - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა. 

სამოქალაქო აქტივისტები პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ. ადგილზე მიტანილი აქვთ პლაკატები თამარ ჟვანაიასა და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system