თავში

ცესკო-ში სხდომა დასრულდა - არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება

ცესკო-ში სხდომა დასრულდა - არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება
ცესკო-ში სხდომა დასრულდა - არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება

ცესკოში შემაჯამებელი ოქმების განხილვა დასრულდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გაირკვა, არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს შედგება.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე საოლქო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელ ოქმებზე ოპოზიციისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილი საჩივრები არ დააკმაყოფილა.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, ოპოზიციურ პარტიებსა და საია-ს ერთი დღე აქვთ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების საჩივრები ძირითადად საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას ეხებოდა. მაგალითად „ევროპული საქართველო“ 30 ოლქის შემაჯამებელი ოქმის ბათილობას მოითხოვდა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი, 29 ოლქის შედეგებს ასაჩივრებდა.

ცესკო-ში სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სულ 22 საკითხზე იმსჯელეს.

სხდომაზე კომისიის წევრებმა მათ შორის შეაჯამეს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგები. დღის წესრიგით შეჯამდა პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებიც, ასევე მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგები. კომისიის წევრებმა ასევე იმსჯელეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ განკარგულებაზეც.

სხდომა დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დარბაზში „ევროპული საქართველოს“ წევრები შევიდნენ და თამარ ჟვანიას გადადგომა მოითხოვეს. სხდომის პარალელურად ცესკო-ს შენობასთან აქცია იმართებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system