თავში

ცესკო-სთან მიმდინარე აქციაზე გაზი გაუშვეს

ცესკო-სთან მიმდინარე აქციაზე გაზი გაუშვეს
ცესკო-სთან მიმდინარე აქციაზე გაზი გაუშვეს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ გაურკვეველი, სპეციფიური სუნის მქონე ნივთიერება გაუშვეს. 

როგორც report.ge-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, გაზის მსგავსი ნივთიერების გაშვების შედეგად გაძნელებულია სუნთქვა. მისივე ცნობით, აქციაზე ისმის გამაფრთხილებელი სიგნალი, რომელიც აქციის მონაწილეებს ატყობინებს, რომ თუ არ დაიშლებიან, მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები. 

ცნობისთვის, ცესკო-სთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც რამდენიმე წუთის წინ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს, კვლავ უკან დაბრუნდნენ და ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.

პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი მას შემდეგ გამოიყენა, რაც მოქალაქეების ნაწილმა ცესკო-სთან აღმართული რკინის ჯებირის გარღვევა სცადა.

წყლის ჭავლის გამოყენების დროს კი მათ პოლიციას ქვები დაუშინეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ცესკო-სთან მიმდინარე აქციაზე რუსთაველის გამზირიდან დაძრული კოლონა მიემართება.

ადგილზე მობილიზებულია სპედანიშნულების რაზმები.

ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა

საპროტესტო კოლონა რუსთაველის გამზირიდან ცესკო-ს მიმართულებით მას შემდეგ გაემართა, რაც ოპოზიციის მხრიდან "ქართული ოცნებისთვის" წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.

ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადაყენება და ვადამდელი არჩევნების დანიშნვაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system