თავში

ცესკო-სთან პოლიცია და აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირსპირდნენ

ცესკო-სთან პოლიცია და აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირსპირდნენ
ცესკო-სთან პოლიცია და აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირსპირდნენ

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან.

ამის პარალელურად, აქციის მონაწილეები ცესკოსთან აღმართული ჯებირის განგრევას ცდილობენ. ადგილი ჰქონდა ქვების სროლასაც. წყლის ჭავლისა და ქვების სროლის შედეგად დაშავდა რამდენიმე მოქალაქე. 

აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა.

აქციის მონაწილეები პოლიციას მოუწოდებენ, არ წავიდეს ხალხის წინააღმდეგ. 

"ვის იცავთ, ხმების ქურდ თამარ ჟვანიას იცავთ? აქ გოგოებიც არიან, ამ სიცივეში წყლის ჭავლი როგორ გამოიყენეთ, არ გრცხვენიათ? არ გაბედოთ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ  წასვლა" - მიმართა აქციის მონაწილემ ცესკო-სთან მყოფ სამართალდამცველებს.

აღსანიშნავია, რომ რუსთაველის გამზირიდან წამოსული საპროტესტო კოლონა ამ დრომდე ცესკო-სთან არ მისულა. აქციის მონაწილეები ცესკოს-კენ ფეხით მიემართებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system