თავში

ცესკო: ვგმობთ ძალადობას და საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლის მცდელობას

ცესკო: ვგმობთ ძალადობას და საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლის მცდელობას
ცესკო: ვგმობთ ძალადობას და საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლის მცდელობას

ცესკო-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, მარნეულის საოლქო კომისიასთან მომხდარი ინციდენტის შედეგად, საოლქო კომისიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული.

მისივე ინფორმაციით, ასევე იყო საოლქო საარჩევნო კომისიაში არაუფლებამოსილი პირების შეჭრის მცდელობის ფაქტიც.

„მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით მსურს ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ და დავგმოთ ის ძალადობის და საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლის მცდელობის ფაქტები, რომლებიც ჩვენ ყველამ მედიასივრცეში გავრცელებული კადრებით ვიხილეთ.

სახეზე გვაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ცემის ფაქტი, რომელიც იქ მყოფ პირებს სთხოვდა, განემარტათ, თუ რატომ ახდენდნენ ვიდეოგადაღებას მისი ნებართვის გარეშე, რაზეც პასუხად მასზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა.

ასევე, სახეზე გვაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში არაუფლებამოსილი პირების შეჭრის მცდელობის ფაქტი.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია იმგვარი ფორმების გამოყენება, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. ადმინისტრაცია მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში და ჩართულ მხარეებს უფლება აქვთ ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად მიმართონ შესაბამის სამართლებრივ ფორმებს.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს დამკვირვბებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყურადღებით დააკვირდნენ არჩევნებში ჩართული ზოგიერთი მხარის ქმედებებს, რომლებიც ატარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციის, მთლიანი საარჩევნო პროცესის დაზიანების ხასიათს და მცდელობა აქვს შექმნას დაძაბული წინასაარჩევნო ფონი.

ამასთანავე, მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია შესაბამისი უწყებების მხრიდან ჩატარდეს დროული მოკვლევა აღნიშნულ ქმედებაში დანაშაულის შესაძლო ნიშნების დადგენისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system