თავში

ცესკოს სხდომა "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმაც დატოვა

ცესკოს სხდომა "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმაც დატოვა
ცესკოს სხდომა ევროპული საქართველოს წარმომადგენელმაც დატოვა

ცესკოს სხდომა, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგები უნდა გამოაცხადონ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა დავით გურგენიძემაც დატოვა. მას შეუერთდა "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი ხათუნა სხირტლაძეც. მანამდე კი სხდომა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით კირთაძემ დატოვა.

დავით გურგენიძის თქმით, ის 13 წელია რაც ცესკო-ს წევრია და არ ახსენდება არჩევნების ასეთი მკაცრი შეფასება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.

"ამ არჩევნებზე ცესკო მოქმედებდა ისე, როგორც ერთ-ერთი სტრუქტურული დანაყოფი იმ პარტიისა, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს, ეს არის „ქართული ოცნება“. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ შუალედური არჩევნები ავტორიტეტულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა მკაცრად შეაფასეს. ის ჩემთვის ძალიან გულსატკენ შეფასებებს მოიცავს. 13 წელია ცესკო-ს წევრი ვარ და არასდროს ასეთი მკაცრი შეფასება, არცერთ არჩევნებზე არ მომისმენია“,-განაცხადა გურგენიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system