თავში

ცეცხლთან თამაში სახიფათოა - დიმიტრი ხუნდაძე

ცეცხლთან თამაში სახიფათოა - დიმიტრი ხუნდაძე
ცეცხლთან თამაში სახიფათოა - დიმიტრი ხუნდაძე

ვხედავთ, რომ ოპოზიციას აქვს თავისი დესტრუქციული გეგმა და იმ პრინციპით მიჰყვება, რომ ყველგან დაანთოს ცეცხლი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დიალოგის გაგრძელება აუცილებელია, მაგრამ მხარეებს სურვილი უნდა ჰქონდეთ, რომ ის გონივრულ და ლოგიკურ დასასრულამდე მოვიდეს.

"შეთანხმება შეუთანხმებლობას ყოველთვის სჯობს, მაგრამ ვხედავთ, რომ ოპოზიციას აქვს თავისი დესტრუქციული გეგმა და იმ პრინციპით მიჰყვება, რომ ყველგან დაანთოს ცეცხლი, ეს იქნება ქვეყნის შიგნით, თუ მის გარეთ. ის ეთამაშება ცეცხლს და ცეცხლთან თამაში სახიფათოა მათთვისაც, ვინც მას აღვივებს. მმართველ გუნდს მოლაპარაკების კარი ღია აქვს. ჩვენი ინტერესია, რომ ქვეყნის სტაბილურობიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შეუთანხმებლობა დასრულდეს შეთანხმებით, მაგრამ ულტიმატუმები უნდა დარჩეს კარს მიღმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეთანხმება თავშივე განწირულია", - დასძინა დიმიტრი ხუნდაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system