თავში

გიგი უგულავა განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმაურება

გიგი უგულავა განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმაურება
გიგი უგულავა განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმაურება

დედაქალაქის ყოფილი მერი, გიგი უგულავა უზენაესი სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომელიც უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

,,მოკლედ, ჯერ ვერ გავიგე ზუსტად, მაგრამ რაღაც მომისაჯეს ამ შიზოფრენიკებმა. ბრძოლა გრძელდება. მშვიდად მტკიცედ და ღიმილით", - წერს უგულავა სოციალურ ქსელში. 

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

დედაქალაქის ყოფილ მერს ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვისთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system