თავში

ციფრებმა არ უნდა შეგვაშინოს - გიორგი გახარია

ციფრებმა არ უნდა შეგვაშინოს - გიორგი გახარია
ციფრებმა არ უნდა შეგვაშინოს - გიორგი გახარია

ციფრებმა არ უნდა შეგვაშინოს და არცერთ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვებით არ უნდა დავაყენოთ რისკის ქვეშ ეკონომიკის აღდგენის პროცესი, რომელიც წარმატებულად მიმდინარეობს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. 

"არანაირ მკაცრ ჩაკეტვებს ადგილი აღარ ექნება. ჩვენი ადაპტაციის პოლიტიკის ძირითადი კომპონენტი გახლავთ, რომ ამ ეტაპზე წერტილოვნად, მიზნობრივად ვებრძოლოთ ვირუსის გავრცელებას.

ეს შეიძლება იყოს გარკვეული ლოკალური შეზღუდვები, მაგრამ მკაცრი სისტემური შეზღუდვები რომლითაც ჩვენ პირველ ეტაპზე, მობილობა დავაგდეთ, მსგავსი შეზღუდვები ქვეყანაში აღარ იქნება“,- განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system