თავში

ციხელაშვილის ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება

ციხელაშვილის ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება
ციხელაშვილის ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ქეთევან ციხელაშვილი ხვალ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდება. ამის შესახებ report.ge-ს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით, ციხელაშვილი ბრიუსელის დროით 15:00 საათზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრება და სიტყვით გამოვა. 

ბრიუსელში ქეთევან ციხელაშვილთან ერთად იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა.

ცნობისთვის, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გუშინ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა.

სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველო და ქვეყანაში არსებული გამოწვევები იყო.

კახაბერ კუჭავამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში, პირველად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, როგორც ქვეყნის საგარეო კურსი, გამყარებული იქნა მოქმედი კონსტიტუციის დონეზე.

ევროპარლამენტარების კრიტიკა საარჩევნო სისტემას უკავშირდებოდა. ევროპარლამენტარმა სანდრა კალენტემ აღნიშნა, რომ ქვეყანამ ვერ შეძლო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა რაც დემოკრატიაზე სასარგებლოდ არ მეტყველებს. ევროპარლამენტარებმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას მიერ, სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ისაუბრეს.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა ევროპარლამენტარ მარკ გალერისაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system