თავში

წინ მშიერი ზამთარია, ვეძებ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ვიბრძოლებ - დავით ჭიჭინაძე

წინ მშიერი ზამთარია, ვეძებ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ვიბრძოლებ - დავით ჭიჭინაძე
წინ მშიერი ზამთარია, ვეძებ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ვიბრძოლებ - დავით ჭიჭინაძე

"ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე დეპუტატებს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, თუ მათ მართლაც სურთ ვადამდელი არჩევნები, თბილი კაბინეტები უნდა დატოვონ და ხალხის გვერდით დადგნენ.

"სესხების ჩამოწერა, არაპროფილური საქმიანობის აკრძალვა, გადასახადების შემცირება, ჩვენი ეკონომიკის წახალისება, შიდა ინვესტორის ინსტიტუტის გაჩენა - მემჯერა, რომ ეს შესრულებადია!

აი ამისთვის უნდა გავერთიანდეთ. ამიტომ ვეძებ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ამ ყველაფრისთვის ვიბრძოლებ.

მათ კი, ვინც ჯერ კიდევ თბილ კაბინეტებში სხედან და ვერაფერს აკეთებენ, თუ მართლა უნდათ ცვლილებები და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, დაასრულონ „ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაცია, დატოვონ პარლამენტი და ხალხს დაუდგნენ გვერდით.

წინ სერიოზული პრობლემები და ცივი, მშიერი ზამთარია..." - აცხადებს ჭიჭინაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system