თავში

"ცინიკურია, გახარიაზე საუბრობს კაცი, რომლის ადგილზეც იჯდა გავრილოვი" - მიხეილ დაუშვილი

"ცინიკურია, გახარიაზე საუბრობს კაცი, რომლის ადგილზეც იჯდა გავრილოვი" - მიხეილ დაუშვილი
ცინიკურია, გახარიაზე საუბრობს კაცი, რომლის ადგილზეც იჯდა გავრილოვი - მიხეილ დაუშვილი

პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება და ცინიკურს უწოდებს.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის ინტერვიუს შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ გიორგი გახარია სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა. 

"გუშინდელ ინტერვიუს საკმაოდ ყურადღებით ვუსმინე მეც და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ერთ რამეში, რომ გახარია არის სახელმწიფოს კაცი, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა.

საკმაოდ ცინიკურია ის საკითხი, რომ გახარიას 20 ივნისის აქციის მართვაზე საუბრობს ადამიანი, რომლის ადგილასაც იჯდა ბატონი გავრილოვი და ძირითადი პროტესტი რასაც მოყვა ყველამ კარგად ვიცით", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა "tv პირველის" ეთერში.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 20 ივნისს, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ აქციის დაშლის ოპერაცია გაუგებრად დაგეგმა, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system