თავში

ირაკლი კობახიძე: კრიზისი თუ სადმე არის, ეს არის ,,ნაციონალურ მოძრაობაში“

ირაკლი კობახიძე: კრიზისი თუ სადმე არის, ეს არის ,,ნაციონალურ მოძრაობაში“
ირაკლი კობახიძე: კრიზისი თუ სადმე არის, ეს არის ,,ნაციონალურ მოძრაობაში“

ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები დაგვეთანხმნენ იმაში, რომ არარეალისტურია ახლა კონსტიტუციაში ცვლილებების ინიცირება. მძიმე კრიზისი იყო ერთ-ერთი მესიჯი, რომელიც გაჟღერდა საერთაშორისო პარტნიორებთან. არავითარ კრიზისთან არ გვაქვს საქმე ქარიშხალს ნუ დავატრიალებთ ჭიქაში. კრიზისი თუ სადმე არის, ეს არის ნაციონალურ მოძრაობაში, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „კვირის თემაში“.

პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანული მოდელის ნიუანსებზეც ისაუბრა. 

მის თქმით, საკონსტიტუციო ინიციატივად რომ ვაქციოთ ეს ყველაფერი, იქ არის უამრავი ნიუანსი, რამაც შეიძლება ვნებათაღელვა გამოიწვიოს. 

„ასეთი მარტივი არ არის, იქაც არის სხვადასხვა ტიპის ინტერესები, სხვადასხვა არგუმენტები. ამაზეც გვქონდა ჩვენ შეხვედრაზე საუბარი. მაგალითად ერთ-ერთი პრობლემა არის, რომ არაერთი ფეიკ პარტია, ანუ ყალბი, ან ერთკაციანი სატელიტი პარტია აქვს შექმნილი ოპოზიციას. ათზე მეტია ასეთი პარტია, რომელიც ცდილობს მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება მილიონობით, უფასო საეთერო დრო, რომელიც არის მილიონობით ლარის ღირებულების და ა.შ. ფეიკ პარტიების პირობებში გერმანული მოდელი საერთოდ აზრს კარგავს. ეს არი ერთი არგუმენტი - სად არის გარანტია, რომ ფეიკ პარტიები არ იქნება ამ შემთხვევაში გამოყენებული. თუ ფეიკ პარტიას რომელიმე პარტია გამოიყენებს, მაშინ ის იღებს უსამართლო უპირატესობას, შესაბამისად საერთოდ აზრი ეკარგება გერმანული მოდელის გამოყენებას“, - განაცხადა კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system