თავში

ცქიტიშვილი: გადასარჩენი გახარიას არაფერი სჭირს

ცქიტიშვილი: გადასარჩენი გახარიას არაფერი სჭირს
ცქიტიშვილი: გადასარჩენი გახარიას არაფერი სჭირს

ამ წერილს არანაირი კავშირი არ ჰქონდა არც მაშინ ბატონ გახარიასთან, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პროკურატურის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გახარიას გადასარჩენიც არაფერი სჭირს.

"ამაზე ჩვენ პირველივე დღიდან ვსაუბრობდით, რომ ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი, ამ წერილს არანაირი კავშირი არ ჰქონდა არც მაშინ ბატონ გახარიასთან და რაც ნამდვილად მინდა, კომენტარის სახით გავაკეთო - გადასარჩენიც გახარიას არაფერი სჭირს," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

შეგახსენებთ, გუშინ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე, პროკურატურამ დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მიიღო. მათი ინფორმაციით, „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წერილზე არსებული თითის კვლები არ ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system