თავში

ცქიტიშვილი: მიზეზი, რის გამოც რუსეთის ხელისუფლებამ ფრენები გააჩერა, ამოწურულია - განახლებულია

მიზეზი, რის გამოც რუსეთის ხელისუფლებამ ფრენები გააჩერა, ამოწურულია
ცქიტიშვილი: მიზეზი, რის გამოც რუსეთის ხელისუფლებამ ფრენები გააჩერა,  ამოწურულია - განახლებულია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აცხადებს, რომ ის მიზეზი, რის გამოც რუსეთის ხელისუფლებამ ფრენები გააჩერა, ამოწურულია იმ თვალსაზრისით, რომ არც ერთი რუსი ტურისტის უსაფრთხოებას პრობლემა არ შექმნია.

"ბევრი წელი დავხარჯეთ, რომ კულტურული, ჰუმანიტარული და ეკონომიკური ურთიერთობები აღგვედგინა და ახლა, რუსეთის მხრიდან დამაიმედებელი განცხადებების შემდეგ, მნიშვნელოვანია, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

ვიცე-პრემიერის თქმით, ორ ქვეყანას შორის დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

„პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენს როლს და ფუნქციას, ჩვენი ამოცანაა ყველა იმ ფორმატის და შესაძლებლობის გამოყენება, რომელიც ურთიერთობის ნორმალიზების და თუნდაც ამ წლის 20 ივნისამდე არსებული რეალობის დაბრუნების საშუალებას მოგვცემს, როცა ავიამიმოსვლა გვქონდა, ვაჭრობას საფრთხე არ ემუქრებოდა, სანქციების თემა არ არსებობდა და ჩვენს ურთიერთობაში არსებული ყველა სირთულის გათვალისწინებით, იყო შედარებით ნორმალური ფონი და საუბრის შესაძლებლობა. აუცილებლად გავაგრძელებთ ყველა ფორმატის გამოყენებას და მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს ამ ურთიერთობის ხელშეწყობისთვის, ეს არაა მხოლოდ ჩვენი დამოკიდებულება და უკვე ვნახეთ ყველა საერთაშორისო პარტნიორის პოზიტიური პოზიცია დიალოგის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რადგან სხვა ალტერნატივა არ არსებობს,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system