თავში

ცქიტიშვილი: სხვა გეგმები აქვს ცხოვრებაში, პატივი ვცეთ ამ გადაწყვეტილებას

ცქიტიშვილი: სხვა გეგმები აქვს ცხოვრებაში, პატივი ვცეთ
ცქიტიშვილი: სხვა გეგმები აქვს ცხოვრებაში, პატივი ვცეთ ამ გადაწყვეტილებას

სხვა გეგმები აქვს ცხოვრებაში, ნებისმიერი მაღალი თანამდებობის პირის წასვლა, ყოველთვის შეიძლება რაღაცას დაემთხვეს, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, არჩილ ჯაფარიძის გადადგომასთან დაკავშირებით გააკეთა. 

მისი თქმით, არჩილ ჯაფარიძის გადაწყვეტილება არანაირ კონფლიქტს არ უკავშირდება.

"სამწუხაროდ, ახლა, სტიქიამაც მოგვისწრო, თუმცა ეს მისი გადაწყვეტილებაა. შემიძლია, გითხრათ, რომ არჩილ ჯაფარიძის გადაწყვეტილების მიუხედავად მისი გუნდი, გუბერნიის ადმინისტრაცია, ონის მუნიციპალიტეტის მერიც ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული. მიუხედავად ამისა, ძალიან საწყენია ბატონმა არჩილმა რომ ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო. ბუნებრივია, ყველა საჯარო მოხელე ოდესღაც ამ პოზიციას ემშვიდობება და ამასაც უნდა შევეჩვიოთ. დაახლოებით 4 წელია, რაც ამ პოზიციაზეა. ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა ამ მხარეში, მაგრამ სხვა გეგმები აქვს ცხოვრებაში. მიზეზი არის ის, რომ 4 წელი საჯარო სამსახურში არის საკმაოდ ბევრი. ნებისმიერი მაღალი თანამდებობის პირის წასვლა ყოველთვის შეიძლება რაღაცას დაემთხვეს. არანაირ კონფლიქტს არ უკავშირდება მისი წასვლა. ასევე მოვისმინე ერთ-ერთი ვერსია, რომ თითქოს სტიქიის ლიკვიდაციის პროცესს უკავშირდება და გეტყვით, ამასაც არ უკავშირდება. ეს არის ბატონი არჩილის პირადი გადაწყვეტილება და მოდით, შევეჩვიოთ, რომ ჩვენც, ნებისმიერ თანამდებობაზე მყოფი ადამიანები პირველ რიგში, ვართ ადამიანები და გვაქვს ჩვენი გარემოებები, გეგმები და პატივი ვცეთ ამ გადაწყვეტილებებს",- განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დღეს დატოვა

ცნობისთვის, ადიდებულმა რიონმა, რომელიც კალაპოტიდან გადმოვიდა, ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system