თავში

ცნობილია, რა შედეგით დასრულდა შეხვედრა ,,ოცნებასა" და ოპოზიციას შორის

ცნობილია, რა შედეგით დასრულდა შეხვედრა ,,ოცნებასა" და ოპოზიციას შორის
ცნობილია, რა შედეგით დასრულდა შეხვედრა ,,ოცნებასა და ოპოზიციას შორის

,,ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შეხვედრა დასრულდა. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირის პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. 

„დღეს მე დავასრულე მეორე მედიაციის მისია საქართველოში, როგორც პრეზიდენტ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა. არსებობს გადაწყვეტა ამ კრიზისის. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან საარჩევნო და მართლმსაჯულების სისტემებს, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალაუფლების გადანაწილებას, განსაკუთრებით პარლამენტში და ასევე გადაწყვეტილება, რომელიც დაასრულებდა გაგრძელებულ დებატებს პოლიტიზირებულ სასამართლო საქმეებზე და ადრეულ არჩევნებზე. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვს პოლიტიკურ გამბედაობას და მე წარმოვადგინე ასეთი წინადადება და ის იქნება საჯარო დოკუმენტი ახლა. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აყენებს ყველა სხვა საკითხზე მაღლა და სამწუხაროა, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო“, - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ,,ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ცნობისთვის, შვედი დიპლომატი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიაციის მიზნით უკვე მეორედ ჩამოვიდა.

მეორე ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები უკვე გამართა ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

29 მარტს მან შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.

დანიელსონის პირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა.

ერთი კვირის განმავლობაში, ევროპელმა დიპლომატმა არაერთი შეხვედრა გამართა, როგორც ოპოზიციის ისე ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.

ქვეყნის დატოვებამდე დანიელსონმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის 9-საათიანი შეხვედრა გამართა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

22 მარტს კი შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება.

როგორც შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა: ,,კომპრომისების დროა".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system