თავში

ცნობილია, ვინ შეცვლის ბიძინა ივანიშვილს

ცნობილია, ვინ შეცვლის ბიძინა ივანიშვილს
ცნობილია, ვინ შეცვლის ბიძინა ივანიშვილს

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის - ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, პარტიის ყრილობა შაბათს გაიმართება. კობახიძეს აღნიშნულ ყრილობაზე დაამტკიცებენ, ამავე დღეს დამტკიცდება პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა. 

„დღეს შედგა პარტიის პოლიტიკური საბჭოს მორიგი სხდომა, სადაც განვიხილეთ პარტიის მიერ გასამართ ყრილობასთან დაკავშირებული საკითხები. პირველ რიგში, გაცნობებთ, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა გაიმართება შაბათს, 16 იანვარს და მას დაესწრება 400-მდე დელეგატი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყრილობა აირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას. პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა. პოლიტიკურმა საბჭომ ასევე დაამტკიცა განახლებული პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატების 21-კაციანი სია. ახალი პოლიტსაბჭოს წევრთა ვინაობას შაბათს ყრილობაზე შეიტყობთ“, - განაცხადა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, ცნობისთვის, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system