თავში

წყლის ჭავლით დაშლილი აქციის მონაწილეები ცესკო-სთან დაბრუნდნენ

წყლის ჭავლით დაშლილი აქციის მონაწილეები ცესკო-სთან დაბრუნდნენ
წყლის ჭავლით დაშლილი აქციის მონაწილეები ცესკო-სთან დაბრუნდნენ

ცესკო-სთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც რამდენიმე წუთის წინ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს, კვლავ უკან დაბრუნდნენ და ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. 

პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი მას შემდეგ გამოიყენა, რაც მოქალაქეების ნაწილმა ცესკო-სთან აღმართული რკინის ჯებირის გარღვევა სცადა. 

წყლის ჭავლის გამოყენების დროს კი მათ პოლიციას ქვები დაუშინეს. დაშავდა რამდეინე ადამიანი. 

ცესკო-სთან მიმდინარე აქციაზე რუსთაველის გამზირიდან დაძრული კოლონა მიემართება. 

ადგილზე მობილიზებულია სპედანიშნულების რაზმები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system