თავში

"წუხილს გამოვთქვამთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო" - აშშ-ის ელჩი

"წუხილს გამოვთქვამთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო" - აშშ-ის ელჩი
წუხილს გამოვთქვამთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო - აშშ-ის ელჩი

"წუხილს გამოვთქვამთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო", - ამის შესახებ საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა,  კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, საკითხი როდესაც ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობა მნიშვნელოვანია.

"წუხილს გამოვთქვამთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. საკითხი როდესაც ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობა. მოხარული ვართ, რომ არსებობს მრავალპროფილური ჯგუფი, რომელიც თვალყურს ადევნებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენც ასევე აქტიურად ვადევნებთ თვალს მის ჯანმრთელობას", – განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 27 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system