თავში

წულაია: სიგარეტია ეს შობელძაღლი, ტანკი ხომ არაა

წულაია: სიგარეტია ეს შობელძაღლი, ტანკი ხომ არაა
წულაია: სიგარეტია ეს შობელძაღლი, ტანკი ხომ არაა

"დაიწყეს უფრო მდარე სიგარეტების ყიდვა, თუთუნის მოწევა და უფრო გაიუარესეს ჯანმრთელობა. ეს ხდება იმისათვის რომ ბიუჯეტში გაზარდონ შენატანები, არა და მოხდა პირიქით, გაიზარდა კონტრაბანდა. ადამიანი უკვე ემსხვერპლა ამ კონტრაბანდას. დაჭერილია ათეულობით ადამიანი და ამას საშველი მაინც არ დაადგა,"- ამის შესახებ პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

წულაიას თქმით, თამბაქოზე ფასის ზრდა კონტრაბანდასა და ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებას უწყობს ხელს.

"მოვუწოდებ ხელისუფლებას შეეშვით ამ უგნურ ქმედებას. ჩვენ ყველას გვახსოვს ლაგოდეხში მოყავდათ თუთუნი, ზემო აჭარაში, სამეგრელოში, ქარხანა არსებობდა სიგარეტების ლაგოდეხში, თბილისში რამდენიმე, ბათუმში, სოხუმში და ააღორძინეთ ეს დარგი, დაასაქმეთ ის ათასობით ადამიანი, რომლებიც ამ რეგიონებში ცხოვრობენ. ეს მათი შემოსავალი იყო, ახლა მონებად არიან თურქეთში წასული, იტალიაში, საბერძნეთში და მოყავთ ისევ თუთუნი. აი ეს ტრაგედია ხომ უნდა დამთავრდეს. ააღორძინეთ ეს დარგი, აამუშავეთ ეს დარგი, სოფელში მიეცით ადამიანებს საშუალება გააკეთონ მოსავალი და მიიღონ შემოსავალი. ბოლო-ბოლო გადადგით ნაბიჯი რომ საქართველოში რაღაცის გამოშვება მაინც დაიწყონ. სიგარეტია ეს შობელძაღლი, ტანკი ხომ არაა ან კომპიუტერი." - განაცხადა წულაიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system