თავში

წულუკიანი: 8 წელი საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ ადამიანი ერთ სისტემას ხელმძღვანელობდეს

წულუკიანი: 8 წელი საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ ადამიანი ერთ სისტემას ხელმძღვანელობდეს
წულუკიანი: 8 წელი საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ ადამიანი  ერთ სისტემას ხელმძღვანელობდეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ აკონკრეტებს, დარჩება თუ არა თანამდებობაზე არჩევნების შემდეგ, თუმცა მისი შეფასებით, 8 წელი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანი ერთ სისტემას ხელმძღვანელობდეს. 

როგორც წულუკიანმა  ჟურნალისტებს განუცხადა, სამომავლოდ აპირებს დარჩეს პოლიტიკაში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, თუ გუნდს ამის სურვილი ექნება. 

"რაც შეეხება იუსტიციის მინისტრობას, ვფიქრობ, 2020 წლის არჩევნების შემდეგ სრული რვა წელი იქნება შესრულებული ჩემი და ჩემი თანამებრძოლი პირების საქმიანობისა იუსტიციის სისტემაში. პირადად ვფიქრობ, ეს საკმარისი პერიოდია, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას. დაველოდებით, როგორი იქნება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება. მანამდე პერიოდში რამდენიმე რეფორმა გვაქვს ბოლომდე მისაყვანი. მანამდე, მე პირადად, როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური თანამდებობის პირი, ვაპირებ, ძალიან აქტიურად ვიყო „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში ჩართული და მჯერა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მთლიანად სისტემა ციხეების ჩათვლით, გაისად ამ დროსაც იქნება მართული ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მიერ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system