თავში

წულუკიანი: აბსოლუტურად არავისგან არავითარ ზეწოლას არ ვგრძნობ

წულუკიანი: აბსოლუტურად არავისგან არავითარ ზეწოლას არ ვგრძნობ
წულუკიანი: აბსოლუტურად არავისგან არავითარ ზეწოლას არ ვგრძნობ

ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც ამ ქვეყანას თავისუფალი არჩევნები მოუტანა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 

თეა წულუკიანის თქმით, ის ზეწოლას აბსოლუტურად არავისგან გრძნობს, არც ქვეყნის შიგნით და არც გარედან.

როგორც ამ ხელისუფლების წარმომადგენელი, და დარწმუნებული ვარ, იგივეს იტყვის ამ ხელისუფლების ნებისმიერი სხვა წარმომადგენელი, აბსოლუტურად არავისგან, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარედან არავითარ ზეწოლას არ ვგრძნობ. მე ვიცი ერთი, რომ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც ამ ქვეყანას მოუტანა თავისუფალი არჩევნები. ამ ქვეყანაში ჩვენ არაერთხელ ჩავატარეთ, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები, კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს ვაჩვენებთ 2020 წლის ოქტომბერში,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system