თავში

წულუკიანი: დაველოდოთ მოვლენების განვითარებას

წულუკიანი: დაველოდოთ მოვლენების განვითარებას
წულუკიანი: დაველოდოთ მოვლენების განვითარებას

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,- ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტების კითხვას, შესაძლოა თუ არა არჩევნებზე, ის იყოს "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის პირველი ნომერი.

ჟურნალისტებმა მინისტრს ასევე კითხეს, იგეგმება თუ არა დაწინაურება, როგორც ეს პრემიერმა პარლამენტის სხდომაზე დააანონსა.

"ყველა დავინახავთ, ვინ სად დადგება იმ საარჩევნო კამპანიაში, რომელიც წინ გვაქვს. ვფიქრობ, პრემიერის ეს რეპლიკა პასუხი იყო, იმ აბსოლუტურად ოდიოზურად ქცეული პოლიტიკოსის კივილზე, რომელიც ყველამ ერთად ვიხილეთ პარლამენტში და არ მგონია, რომ ამის უკან რაიმე ტიპის რეალური გეგმები იდგეს. სია თუ არა, პარლამენტი თუ არა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ყველა დავინახავთ, ვინ სად დადგება იმ საარჩევნო კამპანიაში, რომელიც ჩვენ ყველას წინ გვაქვს", - განაცხადა წულუკიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system