თავში

წულუკიანი: ოპოზიცია არჩევნების დღეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას შეეცდება

წულუკიანი: ოპოზიცია არჩევნების დღეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას
წულუკიანი: ოპოზიცია არჩევნების დღეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას შეეცდება

ოპოზიციური სპექტრის რადიკალური წარმომადგენლები  ცრუ ინფორმაციების შექმნას შეეცდებიან, - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევო სიის მეოთხე ნომერმა, ყოფილმა იუსტიციის მმინსტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.  

წულუკიანის თქმით, ოპოზიცია ცრუ ინფორმაციას არჩევნების დღეს და მის შემდეგაც გაავრცელებს, რათა შექმნას ილუზია, თითქოს ხელისუფლებამ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას თავი ვერ გაართვა.

"მათ იციან, რომ არჩევნებს აგებენ, თუმცა ჩვენი ინფორმაციით არსებობს გარკვეული სქემა, რომლის ერთ-ერთ კომპონენტზე მინდა გესაუბროთ. ამ სქემის თანახმად, ოპოზიციური სპექტრი და მათი ზოგიერთი ყველაზე რადიკალური წარმომადგენლები შეეცდებიან რომ შექმნან, როგორც ამჟამად ქმნიან და მანამდეც ქმნიდნენ, ცრუ ინფორმაციები, ხოლო ეს ცრუ ინფორმაციები არჩევნების დღეს და მომდევნო დღეებში შექმნან იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს და იყო საარჩევნო დარღვევები და სხვადასხვა ინსტიტუტებმა არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას ვერ გაართვეს თავი და ამ ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათ განახორციელონ გარკვეული ქმედებები.

ეს სქემა არსებობს და ერთ-ერთი კომპონენტი ამ სქემის, რომელიც ხაზს ვუსვამ, ღია ინფორმაციებზე, ღია წყაროებზე დაყრდნობით "ქართული ოცნების" მონიტორინგის ჯგუფმა შეადგინა, მინდა დღეს წარმოგიდგინოთ. დასაწყისისთვის, ყველას მინდა შევახსენო, რომ რამდენიმე დღის წინ ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ - "საქართველოში სადამკვირვებლო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკურ პარტიებთან არის აფილირებული," სწორედ ამ შესავალს გავაგრძელებ. ჩვენ რა თქმა უნდა, ამ კონსტანტაციას ვეთანხმებით და ვიტყვი, რომ წელს თავისთავად მისასალმებელია, რომ დამკვირვებელთა რიცხვი არის გაორმაგებული," - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system